суббота, 24 февраля 2018 г.

მათემატიკის წრე იწყებს მუშაობას

ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო
სსიპ ავ. დეკანოიძის სახელობის ქ. ქუთაისის 32 საჯარო სკოლაში, 2017-18 სასწავლო წლის მეორე სემესტრში, ფუნქციონირებას იწყებს მატემატიკის წრე „მათემატიკური ზარდახშა“, რომლსაც უხელმძღვანელებს ამავე სკოლის მათემატიკის მასწავლებელი თამარ მურუსიძე.
 წრეში გაწევრიანება შეუძლიათ ჩვენი სკოლის მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებს სურვილისამებრ.

წრის მიზანი და პროგრამა

მატემატიკის წრის  მიზანია:
 სახალისო, სიტუაციური ამოცანების ამოხსნითა და თამაშით სწავლებით ლოგიკური აზროვნებისა და მათემატიკური წიგნიერების განვითარება. 

წრის მუშაობა აქტუალურია, რადგან პროგრამა ხელს შაუწყობს ისეთი უნარ-ჩვევების განვითარებას როგორიცაა, ლოგიკური, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, პრაქტიკული ხასიათის პრობლემების გადაჭრა, გუნდური მუშაობა, აზროვნების კონცენტრაცია და დროის მენეჯმენტი, რაც აძლიერებს მოსწავლეთა მოტივაციას და აღძრავს მათემატიკისადმი ინტერესს. 
ამ სემესტრში ჩატარდება 10 მეცადინეობა. აქვე წარმოგიდგენთ თემების ჩამონათვალსა  და შეხვედრების განრიგს.

#
თემის დასახელება
თარიღი
დრო
1
რიცხვთა პოზიციური და არაპოზიციური სისტემები
8.02
14:00-15:00
2
როგორ გაჩნდა მატემატიკური მოქმედებები.
თამაში „მატემატიკური მძივი“
27.02
14:00-15:00
3
სახალისო სიტუაციური ამოცანები
20.03
14:00-15:00
4
რებუსები, ანაგრამები, კროსვორდები (შექმნა)
30.03
14:00-15:00
5
ლოგიკური ამოცანები გადასხმებზე
3.04
14:00-15:00
6
ლოგიკური ამოცანები აწონვებზე
13.04
14:00-15:00
7
კომბინატორიკის ამოცანები
24.04
14:00-15:00
8
გეომეტრია- ნიშნავს მიწისმზომელობას
4.05
14:00-15:00
9
მათემატიკური თამაშები
17.05
14:00-15:00
10
გავაფერადოთ მათემატიკა
29.05
14:00-15:00

პირველი შეხვედრის ფოტოები








მეორე შეხვედრის ფოტოები. სახალისო ამოცანები











მეოთხე და მეხუთე შეხვედრის ფოტოები. მათემატიკა და რებუსები













მეექვსე შეხვედრის ფოტოები. გავაფერადოთ მათემატიკა


















მეშვიდე და მერვე შეხვედრის ფოტოები. კროსვორდის შექმნა და ამოხსნა